Pages

Tuesday, May 31, 2011

Iron & Wine

Innocent Bones - Iron & Wine by nettyboh

ინდი ფოლკი ვისაც მოსწონს, დიდი შანსია ესეც მოეწონოს.
Iron & Wine- ს როცა ვუსმენ ვხვდები, რომ რკინა და ღვინო ერთად, ასეთი კარგი, არასდროს ყოფილა. ისე, მისი ნამდვილი სახელი სემ ბიმია (Sam Beam), რომელიც 2002 წლიდან გაეცნო მსმენელს და შეიძლება ითქვას, რომ უკვე პოპულარობით სარგებლობს იმ ადამიანებში, რომლებსაც არ გონიათ, რომ მუსიკას მხოლოდ MTV Music Award-ზე დაჯილდოვებული "ბრჭყვიალა სტარები" ქმნიან.

სემი წარმოშობით ამერიკელია და 'ამერიკული სული' მის მუსიკაშიც იგრძნობა.
გამოშვებული აქვს ოთხი ალბომი და რამდენიმე EP. მისი სადებიუტო ალბომი The Creec Drank the Cradle, შეადარეს ისეთი მომღერლების ალბომებს, როგორებიც იყვნენ ან არიან - ნიკ დრეიკი, საიმონ & გარfანკელი, ნილ იანგი და ელიოტ სმიტი. მართლა მშვენიერი კარიერის დასაწყისია, როდესაც  ასეთ კარგ შემსრულებლებს გადარებენ, მაგრამ მას მაინც აქვს მკვეთრი რომელსაც თუ კარგად აუღე ალღო,  სხვაში ნამდვილად არ აგერევა.  პირველ ალბომს მოყვა მეორე, მეორეს მესამე და მესამეს მეოთხე. მათ შორის, ყველაზე პოპულარული და წარმატებული აღმოჩნდა 2007 წელს გამოშვებული - The Shepherd's Dog. 



სემის სიმღერებიდან ყველაზე მეტად მომწონს: Lovesong Of The Buzzard (The Shepherd's Dog), Innocent Bones(The Shepherd's Dog), House By the Sea (The Shepherd's Dog),   On Your Wings, (Our Endless Numbered Days) და კიდევ ერთი ქავერი, რომელიც ბოლოსკენ არის.


Iron & Wine-ის მუსიკა მე პირადად ელიოტ სმიტს, ნიკ დრეიკს და სხვა მაღლა ჩამოთვლილებს ნაკლებად მაგონებს. თუ მის მუსიკას, სხვა შემსრულებლებს შევადარებ,ალბათ ყველაზე მეტად გავს  Fleet Foxes, ოღონდ ერთი ადამიანის ვარიანტია. (ისე ორივე მათგანის Label Sub Pop-ია) და მისი მუსიკა, მშვენივრად პასუხობს ჩემს ბოლო დროინდელ ჩაციკვლას ინდი ფოლკზე. როგორც ერთხელ თუ ორჯერ ავღნიშნე, მუსიკა ძირითადად კონკრეტულ მოგონებებთან და შეგრძნებებთან მაკავშირებს. ჰოდა სემის მუსიკა მაკავშირებს:
  • ჩაისთან
  • ავტობუსის გაჩერებასთან.
  • საზამთროსთან.
  • და უკვე ბლოგთან. 
ჩემი შეგრძნებების და მოგონებების, თავზე მოხვევა, რომ აღარ გავაგრძელო, ჩართეთ (თუ დაგაინტერესათ) ქვემოთ, რომ რამდენიმე ვიდეო დევს და თუ მოგეწონათ, თვითონ დაუკავშირებთ მის მუსიკას, სხვადასხვა მოგონებებს.







Iron and Wine-ს ოფიციალური ვებსაიტი.
----
პოსტი დამთავრდა.

No comments:

Post a Comment