![]() |
| კეთილი ადამიანები : ) |
ამ ჯგუფის მოსმენისას ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ჯგუფის ყველა წევრი ძალიან კეთილია : )
რაღაც უცნაური შთაბეჭდილებები მექმნება რადგან მუსიკის მოსმენისას ამაზე ნაკლებად ფიქრობენ... ხშირად მითქვამს ჩემი თავისთვის (ყოველი შემთხვევისთვის გამიფიქრია მაინც) ”მიდი და მოუსმინე რა მუსიკას, დანარჩენი რაში გაინტერესებს”, მაგრამ მაინტერესებს როგორები არიან ადამიანები, რომელთა მუსიკაც ჩემს განწყობაზე ასე დადებითად მოქმედებს. რა თქმა უნდა, არ ვთვლი, რომ კარგ თუ ცუდ მუსიკას მხოლოდ მომღერლის პიროვნული თვისებები განაპირობებს, მაგრამ მაინც...
დღეს პოსტი მინდა მივუძღვნა ერთ კეთილ და საყვარელ ინდი-ფოლკ ჯგუფს.
როგორც ავღნიშნე, ზუსტად იმ ჟანრში მუშაობენ, რომელიც მე განსაკუთრებით მიყვარს. ალბათ მათი შეფასებისას უფრო სუბიექტური ვარ, და შეიძლება Fleet Foxes სულაც არ არის ისეთი გენიალური ბენდი, როგორიც მე მგონია... Anyway...
ჯგუფი შეიქმნა 2006 წელს ამერიკაში.
ჯერჯერობით აქვთ სულ ორი ალბომი. (და ორი EP) პირველი ალბომი, რომელსაც ჯგუფის სახელი ქვია, 2008 წლის ივნისში გამოვიდა და ჯგუფს დიდი წარმატება მოუტანა.

4 მაისს გამოვიდა მეორე ალბომი Helplessness Blues. არ მეგონა ასეთი კარგი თუ გამოვიდოდა, რადგან ფაქტიურად მეორე ალბომის დამსახურებაა, რომ ეს ჯგუფი კიდევ უფრო შემიყვარდა.
ყველაზე კარგი ფაქტები, Fleet Foxes - ის შესახებ:
1. ჟურნალმა Rolling Stone - მა Fleet Foxes ბოლო ათწლეულის საუკეთესო 100 ალბომში შეიყვანა, სადაც ამ ალბომს 47-ე ადგილი მიენიჭა. (ახალბედა ჯგუფისთვის დიდი წარმატებაა)
2. ჟურნალმა Spin - ის წლის საუკეთესო 40 ალბომში მეხუთე ადგილზე მოხვდა.
3. ამერიკულმა Pitchfork Media - ს რეიტინგით, Fleet Foxes პირველ ადგილზე მოხვდა წლის 50 საუკეთესო ალბომში.
ყველაზე ცუდი ფაქტები Fleet Foxes - ის შესახებ:
როდესაც ჩემმა ძმამ მოუსმინა, ”მგზავრებს” შეადარა (!)
რამდენიმე კარგი სიმღერა და კლიპი:

No comments:
Post a Comment