"რაღაცნაირად ბითლზს მაგონებს, ცხადია სულ სხვა დრო და ჯანრია და არც გავს, მაგრამ მელოდიაა რაღაც ისეთი, თუ განწყობა, თუ ხასიათი, რომ შეიძლებოდა, ლივერპულელი ოთხეულის (ასე დავარქმევ) ინსტრუმენდები ყოფილიყო" - ამბობს ჩემი საყვარელი რადიოწამყვანი, ბლოგერი და საზოგადო მოღვაწე ნიკო ნერგაძე, ყოველკვირეულ ახალგაზრდულ პროგრამაში.
მშვენიერი დახასიათებაა... ელექტრონული დუეტი - რომელიც ბითლზს გავს(აგონებს). თავიდან ჩამეცინა, (რა ბითლზი ე?) მერე ბევრ კომპოზიციას მოვუსმინე, კარგად გავიცანი მათი მუსიკა და უკანვე ამომეცინა.
კი, არის მათში რაღაც ბითლზური .
ისე ლივერპულელი ოთხეული იქით იყოს და Daft Punk-ს გავს ცოტა. მე უკვე რატატატი მირჩევნია.
სხვათაშორის, ჩემს ბლოგზე რატატატი პირველი შემსრულებელია, ელექტრონული მუსიკის ჟანრში. (აბა ამდენი ინდი, ამდენი ფოლკი და ამდენი ინდი ფოლკი ამოვიდა ყელში) შეიძლება ითქვას მიყვარს ელექტრონული მუსიკა, ოღონდ დიჯეი ტიესტო და უაზრო კომპოზიციები არ მომწონს (დნცკ დნცკ დნცკ ქის მი ბეიბე დნცკ დნცკ ქის მი ბეიბე და ასე მთელი 6, უკეთეს შემთხვევაში 4 წუთის განმავლობაში.) ელექტრონულ მუსიკასაც უნდა ჰქონდეს შინაარსი ჩემი აზრით. ჰოოდა რატატატი ზუსტად ის შემსრულებელია, რომელიც შინაარსიან მუსიკას ქმნის. მერე რა, რომ მათ ტრეკებს, გულზე მომხვედრი ტექსტი არ აქვს, მერე რა, რომ ტექსტი საერთოდ არ აქვს. მაქსიმუმ კატამ დაიჩხავლოს პერიოდულად (Wild Cat) სამაგიეროდ მელოდიაა ისეთი, რომ ტექსტი აშკარად ზედმეტი იქნებოდა.
ისე კარგი ვიდეო ვნახე Wild Cat-ის ტრეკზე- მარტივად გადაღებული, ცოტა სასაცილო და ორიგინალური სადაც ორი ლომი და ერთი ვეფხვი საყვარლად ტინგიცობს. ოფიციალური კლიპი არ არის, ერთერთმა იუთუბერმა თავისი ზაფხულის არდადეგებზე გადაიღო თუ რაღაც მსგავსი. მაგრამ სახალისო ვიდეოა.
ბოლოში დევს და სანამ იქამდე ჩახვალთ ორი აბზაცი უნდა გაიაროთ.^_^

ესეიგი... დუეტი შეიქმნა ნიუ იორკში, 2001 წელს. რატატატი მაიკ სტრაუდისგან და ევან მასთისგან შედგება. (მერე რა, რომ მათი სახელები ბევრს არაფერს გეუბნებათ.) სადებიუტო ალბომი Ratatat, 2004 წელს გამოვიდა. იმავე წელს რემიქსების ალბომი გამოუშვეს. Classics, რომელიც 2006-ში გამოვიდა და არის ჩემი საყვარელი ალბომი. 2008-ში გამოუშვეს LP3 და 2010-ში LP4. ყველა ჩამოთვლილის Label-ი XL Recordingია, გარდა რემიქსების ალბომებისა, რომლებიც მაიკმა და ევანმა თავიანთი ჯიბით გამოუშვეს.
უჰ ჩავიარეთ ყველაზე უინტერესო აბზაცი.
ყველაზე მეტად მათი კომპოზიციებიდან, მომწონს Germany To Germany, Loud Pipes, Tropicana, Wild Cat, Montanita, Kennedy, Drugs.
იმედი მაქვს კიდევ ბევრ კარგ ალბომს გამოუშვებენ, ჯერ ახალგაზრდები არიან ყველაფერი წინ აქვთ. :)
და აქვე, დაპირებული ვიდეოებიც.
შემდეგი ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ოფიციალური საიტი.


No comments:
Post a Comment