19 ივლისს დაიბადა, იმ დღეს, როცა მე დავიბადე. ოღონდ 58 წლით ადრე...
გამხდარი, შავგვრემანი, სიმპატიური გოგონა ოკლაჰომადან, რომელიც უკრავდა ბანჯოზე, გიტარაზე, ჰქონდა ბილი ჰოლიდეის მსგავსი ხმა და წერდა სევდიან სიმღერებს... ეს მანამ, სანამ არ მოკვდა.
19 მარტს მოკვდა, 2 წლით ადრე სანამ მე დავიბადებოდი.
(რეინკარნაციის გჯერათ? :D )

და დატოვა სევდიანი სიმღერები, რომელთაც დღემდე ჰყავს მცირე მსმენელი... ამ მსმენელებს მეც შევემატე, რაც პირველად ჩავრთე მისი - katie cruel
ის არ არის გენიოსი, არც მოვლენა და არც საუკუნის მომღერალი, მაგრამ არის უბრალოდ კარგი. ეს საკმარისია.
ამ კლიპს შემიძლია მთელი დღე ვუყურო, და სიმღერასაც მთელი დღე ვუსმინო... შეიძლება ზოგისთვის მოსაწყენი აღმოჩნდეს, ზოგისთვის ზედმეტად სენტიმენტალური... მერე რა... მე მომწონს.
მერე პერსი სლეჯის ცნობილი სიმღერის "when a man loves woman" -ის ქავერი მოვისმინე და საბოლოოდ გავჭედე. არადა ამ სიმღერის ორიგინალი დიდად არასდროს მომწონდა.


მეეე მჯერაააააა !
ReplyDeleteმჯერა.. მჯერაა
<3<3<3 იოო .. :დ