Pages

Saturday, April 23, 2011

Shine a Light (რევიუსავით)



”ძალიან მაგარი  კონცერტი იყო და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მეც, იქ, მათთან ერთად ვიყავი, იცით, დიახ, მეც მათ შორის ვიყავი თუნდაც რიგითი მედიატორი, რომელსაც კიტ რიჩარდსი ყოველი სიმღერის ბოლოს ისროდა ...უჰ, ემოციებს ვერ ვმალავ, მაპატიეთ, ყირამალა უნდა გავაკეთო... ”

 -
ალბათ ამას ვეტყოდი, მიკროფონიან ჟურნალისტს, იმ დღეს კინოს სახლიდან გამოსულს რომ დამხვედროდა ... ჰო, ვინც ვერც სათაურიდან, ვერც სურათიდან და ვერც კიტ რიჩარდსიდან მიხვდით რაზეა საუბარი, განვმარტავ - საუბარია Rolling Stones-ის  კონცერტზე... კარგი, უფრო მარტივად ვიტყვი: ორი თუ სამი კვირის წინ, ვიყავი კინოს სახლში სადაც აჩვენეს ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს  ფილმ-კონცერტი Shine a Light, რომელშიც მონაწილეობდა ეს ლეგენდარული ჯგუფი.
აბა თქვენ გეგონათ, რომ მართლა კონცერტზე ვიყავი? (ვიცი, რო არ გეგონათ)

როგორ დაიწყო ყველაფერი...
გამოვვარდი სახლიდან, ჟაკეტი შევიკარი, ჩავიარე ქუჩა, ავირბინე სამი თუ ოთხი კიბე, შევედი კინოს სახლში, ჩავირბინე სამი თუ ოთხი კიბე, სარკეში ჩავიხედე, შესასვლელში მჯდომ ქალს მივესალმე, ლარი მივეცი, დარბაზში ავირჩიე შუა ადგილი, მოკალათება ვცადე, არ გამომივიდა, სანამ სეანსი დაიწყებოდა გამოვრთე მობილური ტელეფონი - თორე ისე არ დაიწყებს სეანსს, ცოტახანში ”წკაპ”, ჩაქრა და დაიწყო...

როგორ დაიწყო ყველაფერი ფილმში...ფილმი თავიდან იწყება შავ-თეთრი კადრებით, რომელშიც მარტინ სკორსეზეც მონაწილეობს. აჩვენებენ თუ როგორ აშენებენ სცენას და დეკორაციებს, როგორ არჩევენ სიმღერებს, როგორ მოდის კლინტონი, როგორ უღიმიან კლინტონს, როგორ ართმევენ ხელს კლინტონს, როგორ იღებენ სურათს კლინტონთან და ა.შ

შეძლებისდაგვარად მოკლე შინაარსი: 
კონცერტი დაიწყო ნაკლებად ცნობილი სიმღერებით....
მათ შორის შორის, აჩვენებდნენ, რამდენიმე ძველ და სახალისო კადრს.
ყავდათ მოწვეული მომღერლები- ბადი გაი და კრისტინა აგილერა, რომელიც ენერგიაზე მოსულ მიკ ჯაგერს კინაღამ შემოეფშხვნა..

ჯგუფის წევრები მშვენიერ ფორმაში არიან... ჩარლი ვოთსმა დაიმსახურა ჩემი სიმპატია. მას ადრე უბრალოდ ვერ ვამჩნევდი, თუმცა ვიცოდი, რომ არსებობდა... არც ამ ფილმშია მაინც და მაინც შესამჩნევი, მაგრამ ამჯერად სწორედ თავისი შეუმჩნევლობით შევამჩნიე მე - ის... : )
                მე ვიცი, რომ ჩვენ ყველა ოდესმე დავბერდებით, დავჩაჩანაკდებით, კბილები დაგვცვივდება და მოვიხრებით, მაგრამ მიკ ჯაგერი მუდამ ახალგაზრდა და მხრებში გამართული დარჩება - გვერდზე ორმეტრიანი ნაშითურთ. ცოტა კი დაეჭმუჭნა სახე და ტუჩებიც ჩაეფუშა, სამაგიეროდ ისეთ ენერგიაზეა, როგორზეც, ჩაფუშვამდე და დაჭმუჭვნამდე იყო.
            რაღაც მომეჩვენა, რომ რონი ვუდი ნაკლებად ჩანდა კიტ რიჩარდსთან და მიკ ჯაგერთან შედარებით, თუმცა ფაქტია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტია როკის ისტორიაში.
         და კიტ რიჩარდსი...  ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსი, გიტარისტი, მომღერალი, სიმღერების ავტორი...თუმცა რომ არა ზემოთ ჩამოთვლილი ღირსებები, კიტი მაინც კარგი ტიპი იქნებოდა .... უბრალოდ ძალიან საყვარელია...

ძალიან დინამიური კონცერტი იყო და იმდენად ჩავერთე, რომ არაერთხელ მომდომებია ფეხზე ავმდგარიყავი, ტაში დამეკრა, დამესტვინა, კიტის ნასროლი მედიატორი დამეჭირა და ა.შ.


ოდეზღაც, კინოს სახლამდე დავიწყე ფილმის ყურება კომპიუტერში, თუმცა მალევე გამოვრთე რამდენიმე მიზეზის გამო:

1. ფილმის ყურებისას სკაიპში მწერდნენ და მე მაინც არ გამოვრთე სკაიპი.
2. როცა სკაიპში გწერენ და შენ მაინც არ რთავ სკაიპს, შესაბამისად ფილმში ვერ ჩაერთვები, რაც არ უნდა საინტერესო იყოს.
3.როცა სკაიპში გწერენ, შენ მაინც არ რთავ სკაიპს და ფილმში ვერ ჩაერთე, უნდა გამორთო აბა რა უნდა ქნა...


კინოს სახლში ყურება რამდენიმე მიზეზით ჯობია:

1.მხიბლავს ფილმების კოლექტიური ყურება...
2. დიდი ეკრანი აქვს (ნუ კომპიუტერის ეკრანზე დიდი მაინც)
3. ზემოთ დაწერილი ფაქტორის გათვალისწინებით, კონცერტზე ყოფნის ილუზია უფრო გექმნება.
4. რაც მთავარია, კინოს სახლში სკაიპი არ არის.

რა მომეწონა: 
1. კიტ რიჩარდსი
2.ბადი გაი
3.დეკორაცია
4.საქსაფონისტები
5.კიდევ ერთხელ - კიტ რიჩარდსი
6.ძველ კადრებსაც, რომ აჩვენებდნენ
7.ფილმი


რა არ მომეწონა: 
1. კრისტინა აგილერა.

და ბოლოს:
ყველას ვისაც გიყვართ მუსიკა და გიყვართ როლინგ სთოუნსი,  ვისაც მოგწონთ მარტინ სკორსეზეს დოკუმენტურ -მუსიკალური ფილმები, ვისაც გინდათ, რომ მოგეწონოთ მარტინ სკორსეზეს დოკუმენტურ-მუსიკალური ფილმები, ვისაც მიკ ჯაგერის კუნტრუში ნერვებს არ მოგიშლით, ვისაც რისკის არ გეშინიათ (რა შუაშია), ვინც სკაიპს გამორთავთ ფილმის ყურების წინ, ვისაც ამ რევიუმ ყურების სურვილი არ გაგიქროთ, - ყველას მოგიწოდებთ და გირჩევთ, რომ უყუროთ Shine A Light - ს


და სულ ბოლოს... რამდენიმე კარგი კადრი ფილმიდან:


ბადი გაი და კიტი
მიკი და კრისტინა
საძმო
                                                    გადმოწერა



1 comment:

  1. მე მიკის კუნტრუში ძალიან მომეწონა. აღვფრთოვანდი. მამაჩემზე უფროსია და ჩემზე მეტი ენერგია აქვს <3

    ReplyDelete