სადღაც კალიფორნიაში, პანკის მამა - იგი პოპი და ბლუზის მამა ტომ უეითსი ერთმანეთს შეხვდნენ... ალბათ ზოგისთვის უკვე გასაგებია რაზეც ვლაპარაკობ. Coffee & Cigarettes - ს ერთ-ერთ ნოველაზე, სადაც წეღან რაც დავწერე, ეგ ხდება. ადრე მაქვს ნანახი ტელევიზორში, ჰოდა ეხლა საკმაო წვალება დამჭირდა სანამ ამ ვიდეოს სრულად ვიპოვიდი და კიდევ ერთხელ მომეწონებოდა. თავიდან, რა თქმა უნდა იუთუბს მივადეგი, სადაც ჯერ მხოლოდ ნაწილები იდო. მერე როგორც იქნა ვნახე 10 წუთიანი ვიდეო და გამიხარდა. ჩავრთე.. ჯერ თითქოს ყველაფერი კარგადაა, ნორმალური ხარისხითაა... მერე, უცებ ტომ უეითსი შემოდის და იგი პოპი ეუბნება - "ჩაო, ტომ, კომო დივა?".... მივხვდი, რომ არც ეს ვიდეო გამოდგებოდა, და იუთუბი ნაწყენმა დავტოვე და dailymotion -ს მივადექი, და იმედი არც გამიცრუვდა... მოკლედ, ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ და ვინც ინლისური საშუალოდ მაინც იცით, უყურეთ ^_^
Iggy Pop & Tom Waits - Coffee & Cigarettes by xav_powerovitch
No comments:
Post a Comment