Pages

Saturday, June 11, 2011

რატატატი

Ratatat - Loud Pipes by marcelomen

"რაღაცნაირად ბითლზს მაგონებს, ცხადია სულ სხვა დრო და ჯანრია და არც გავს, მაგრამ მელოდიაა რაღაც ისეთი, თუ განწყობა, თუ ხასიათი, რომ შეიძლებოდა, ლივერპულელი ოთხეულის (ასე დავარქმევ) ინსტრუმენდები ყოფილიყო" - ამბობს ჩემი საყვარელი რადიოწამყვანი, ბლოგერი და საზოგადო მოღვაწე ნიკო ნერგაძე, ყოველკვირეულ ახალგაზრდულ პროგრამაში.

Sunday, June 5, 2011

ქერენ დალტონი

"My favorite singer in the place was Karen Dalton. Karen had a voice like Billie Holiday and played guitar like Jimmy Reed... I sang with her a couple of times." - ამბობს მასზე ბობი თავის ქრონიკებში.

19 ივლისს დაიბადა, იმ დღეს, როცა მე დავიბადე. ოღონდ 58 წლით ადრე...

გამხდარი, შავგვრემანი, სიმპატიური გოგონა ოკლაჰომადან, რომელიც უკრავდა ბანჯოზე, გიტარაზე, ჰქონდა ბილი ჰოლიდეის მსგავსი ხმა და წერდა სევდიან სიმღერებს... ეს მანამ, სანამ არ მოკვდა.

19 მარტს მოკვდა, 2 წლით ადრე სანამ მე დავიბადებოდი.

(რეინკარნაციის გჯერათ? :D )


და დატოვა სევდიანი სიმღერები, რომელთაც დღემდე ჰყავს მცირე მსმენელი... ამ მსმენელებს მეც შევემატე, რაც პირველად ჩავრთე მისი - katie cruel

ის არ არის გენიოსი, არც მოვლენა და არც საუკუნის მომღერალი, მაგრამ არის უბრალოდ კარგი.  ეს საკმარისია.

ამ კლიპს შემიძლია მთელი დღე ვუყურო, და სიმღერასაც მთელი დღე ვუსმინო... შეიძლება ზოგისთვის მოსაწყენი აღმოჩნდეს, ზოგისთვის ზედმეტად სენტიმენტალური... მერე რა... მე მომწონს.



მერე პერსი სლეჯის ცნობილი სიმღერის "when a man loves woman" -ის ქავერი მოვისმინე და საბოლოოდ გავჭედე. არადა ამ სიმღერის ორიგინალი დიდად არასდროს მომწონდა.

Thursday, June 2, 2011

Hannah Höch


[დადაიზმი არის მიმდინარეობა ხელოვნებაში, რომელიც გამოხატავს პროტესტს, სხვადასხვა მოვლენების მიმართ და ასახულია სოციალური თემები, სიურეალისტური გზებით.]    

          ჰანა დაიბადა 1889 წელს გერმანიაში.  1912-დან 1914-მდე ხელოვნების კოლეჯში სწავლობდა. 1914-ში, როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, მან  სკოლა მიატოვა და წითელ ჯვარში დაიწყო მუშაობა.  მისი ცხოვრება რაულ ჰაუსმანთან ურთიერთობამ შეცვალა, რომელიც მან 1915 წელს ხელოვნების კოლეჯში დაბრუნებისას გაიცნო. ჰაუსმანი  დადაიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა იყო.
     
ჰაუსმანის და ჰანას ურთიერთობა მეგობრობიდან ნელ-ნელა სხვა ფაზაში გადადიოდა. 1926-დან 1929-მდე ისინი ერთად იყვნენ. ამ პერიოდში, ჰაუსმანმა დიდი გავლენა მოახდინა ჰანაზე და სწორედ იმ პერიოდში დაინტერესდა ჰანა დადაიზმით. ჰოდა აღარ მინდა ბევრი გავაგრძელო, რადგან ჰანას ბიოგრაფიაზე მეტად, მგონი მისი ნამუშევრები უფრო საინტერესოა.

Somewhere in California

სადღაც კალიფორნიაში, პანკის მამა - იგი პოპი და ბლუზის მამა ტომ უეითსი ერთმანეთს შეხვდნენ... ალბათ ზოგისთვის უკვე გასაგებია რაზეც ვლაპარაკობ. Coffee & Cigarettes - ს ერთ-ერთ ნოველაზე, სადაც წეღან რაც დავწერე, ეგ ხდება. ადრე მაქვს ნანახი ტელევიზორში, ჰოდა ეხლა საკმაო წვალება დამჭირდა სანამ ამ ვიდეოს სრულად ვიპოვიდი და კიდევ ერთხელ მომეწონებოდა. თავიდან, რა თქმა უნდა იუთუბს მივადეგი, სადაც ჯერ მხოლოდ ნაწილები იდო. მერე როგორც იქნა ვნახე 10 წუთიანი ვიდეო და გამიხარდა. ჩავრთე.. ჯერ თითქოს ყველაფერი კარგადაა, ნორმალური ხარისხითაა... მერე, უცებ ტომ უეითსი შემოდის და იგი პოპი ეუბნება - "ჩაო, ტომ, კომო დივა?".... მივხვდი, რომ არც ეს ვიდეო გამოდგებოდა, და იუთუბი ნაწყენმა დავტოვე და dailymotion -ს მივადექი, და იმედი არც გამიცრუვდა... მოკლედ, ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ და ვინც ინლისური საშუალოდ მაინც იცით, უყურეთ ^_^



Iggy Pop & Tom Waits - Coffee & Cigarettes by xav_powerovitch

Tuesday, May 31, 2011

Iron & Wine

Innocent Bones - Iron & Wine by nettyboh

ინდი ფოლკი ვისაც მოსწონს, დიდი შანსია ესეც მოეწონოს.
Iron & Wine- ს როცა ვუსმენ ვხვდები, რომ რკინა და ღვინო ერთად, ასეთი კარგი, არასდროს ყოფილა. ისე, მისი ნამდვილი სახელი სემ ბიმია (Sam Beam), რომელიც 2002 წლიდან გაეცნო მსმენელს და შეიძლება ითქვას, რომ უკვე პოპულარობით სარგებლობს იმ ადამიანებში, რომლებსაც არ გონიათ, რომ მუსიკას მხოლოდ MTV Music Award-ზე დაჯილდოვებული "ბრჭყვიალა სტარები" ქმნიან.

Friday, May 27, 2011


Beach House - D.A.R.L.I.N.G.
Powered by mp3skull.com

შენ

როდესაც ძმა გაგაბრაზებს, თან ისე, რომ უდანაშაულო პულტს ესვრი, რომელიც ბევრ ნაწილად დაიშლება და ოთახში გაიფანტება, ელემენტი მეორე ოთახში გაიქცევა, ძაღლი გაყვება, ამ დროს არ იცი რა ქნა, გინდა, რომ ტელევიზორს ერთზე მეტი პულტი ქონდეს, რომ კიდევ გაუქანო ძმას, შეიძლება კიდევ ააცილო, მერე რა, სამაგიეროდ ცოტა სიბრაზეს მაინც გააყოლებ მეორე პულტს, რომელიც პირველი უდანაშაულო პულტივით ბევრ ნაწილად დაიშლება და ალბათ ელემენტი მეორე ოთახში გაიქცევა, მას კი ძაღლი კვლავ გაეკიდება, მაგრამ ტელევიზორს ერთი პულტი აქვს, ამიტომ ადგილს მოწყდები, გაიქცევი, პირველივე შემხვედრ ფეხსაცმელს ამოიცვამ, ძაღლს პირიდან ელემენტს გამოგლიჯავ, ჩამოაცვამ სასეირნო თოკს, აი აშეინიკს, რომ ეძახიან, თან ისე უხეშად, რომ დაიწკმუტუნებს, ამ დროს დაფიქრდები და მიხვდები, რომ ალბათ ყველაზე ცუდი თვისება, რაც ადამიანს ახასიათებს, - არის ბრაზის უდანაშაულო არსებებაზე ნთხევა, და ძაღლს ეხუტები, ის ეგრევე გპატიობს, ქუჩაში გარბიხართ,  დიდ ყურსასმენებს იკეთებ, ფანჯრის ქალი თვალს გაყოლებთ, უცებ წვიმაც იწყება, თითქოს ფილმში ხარ - წვიმა, მუსიკა, საშნელი განწყობა, ვერის პარკში მიიჩქარით, მხოლოდ შენ და ძაღლი მირბიხართ საპირისპირო მიმართულებით, ყველა გამორბის პარკიდან, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ფილმის ეფექტს, პარკში რამდენიმე პოლიციელის გარდა არავინაა, და ქვაზე ზიხარ მარტო, მოღუშული, მაგრამ უცებ ხედავ ლამაზ გოგოს, რომელსაც წინ ბავშვის ეტლი უდგას, ზის და ამ წვიმაში და რაღაცას ხელების ქნევით და მხიარულად უყვება, მთელი ენთუზიაზმით, ისე როგორც უყვებიან ადამიანს, რომელზეც განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენა სურთ და ხანდახან ტყუილსაც ურევენ ან გადაამეტებენ, რომ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინონ და შენ უცებ ხვდები, რომ დიდ სისულელეზე გაბრაზდი, არც პულტის მიმსხვრევა იყო საჭირო, შენ, ხომ მშვიდი ხარ, ყოველი შემთხვევისთვის ასეთი ჩანხარ, უცებ დაინახავ, რომ შენი ძაღლი გაოცებული გიყურებს, რაზეც გეცინება და ხვდები, რომ ძმა არაფერ შუაშია, უბრალოდ შენ ხარ რიგითი, ბანალური თინეიჯერი, რომელსაც ხანდახან დეპრესია იპყრობს და სრულიად უბრალო რაღაცაზეც, შეუძლია დიიიდი არაადეკვატურობა ჩაიდინოს, რომელსც საბოლოოდ არასასიამოვნო შედეგი მოაქვს, როცა ამას აცნობიერებ უფრო ცუდად ხდები, ჯობდა ისევ ძმის ბრალი ყოფილიყო, ცუდად ხარ და იქნები, თუ არ ჩართე Beach House.
(წინადადების დასასრული)