Pages

Wednesday, May 18, 2011

Happy Birthday Zimbo !


Bob Dylan - DON'T THINK TWICE, IT'S ALL RIGHT

Powered by mp3skull.com

ჯასტინ ბიბერი, რიანა, ადელი, სტივ ტაილერი...
და როგორც იქნა,
ბობ დილანი.

როგორც იქნა ბობი 'როლინგ სტოუნის' გარეკანზეა. (უკვე მეთექვსმეტედ)

ისე, 'როლინგ სტოუნს' დილანი უყვარს...ჟურნალის სახელიც, რამდენადაც ვიცი მისი სიმღერიდან "Like a rolling stone"-დან მოდის.

ბობს ხშირად ვუსმენ, ხშირად ვახსენებ, მაგრამ ცალკე პოსტი მასზე არასდროს დამიწერია. არადა ეს დაიმსახურა, მინიმუმ იმიტომ, რომ 24 მაისს 70 წლის ხდება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბობ დილანი არის ერთადერთი მომღერალი, რომელიც ბოლო 2 წელია ჩემი მპ3-დან არ წაშლილა, რომელიც წესით უკვე უნდა მომბეზრდეს, ცოტა მაინც, მაგრამ არ მბეზრება.
                                                                                     




ჩვენი 'ურთიერთობა' ორი წლის წინ დაიწყო.

 ეს იყო პირველი ვიდეო, რომელშიც დავინახე და რომელშიც მოვისმინე.





პირველი შთაბეჭდილება ასეთი იყო:  სახე შეღებილი კაცი, ლურჯი თვალებით, რომელსაც ფერადი ქუდი ახურავს ყვავილებით და ცოოოტა უცნაური ხმით მღერის უცნაურ სიმღერას.

თავიდანვე არ ავღფრთოვანდი. ბოლოს და ბოლოს ავრილ ლავინიდან და პინკიდან პირდაპირ ბობ დილანზე გადასვლა გამიძნელდა, მაგრამ პირველივე ყურებიდან და მოსმენიდან დამაინტერესა, როგორც მომღერალმა და როგორც ადამიანმა.


                                  ნელნელა ვიწყებდი მოწონებას.

როცა უკვე "სრულყოფილად" მომეწონა, დაახლოებით 10 სიმღერა ჩავიწერე მპ3-ში.
                                და ნელნელა ვიწყებდი შეყვარებას.   

დილა დილანით იწყებოდა, როცა სახლიდან გასული ყურსასმენებს გავიკეთებდი.

ერთად ველოდებოდით ავტობუსს,
ერთად ვსხდებოდით ერთადგილიან სკამზე,
ერთად გავდიოდით გმირთა მოედანზე,
ერთად ვუყურებდით ცირკის გვერდით მდგარ ორ  დილის ბოზს,
ერთად ვკითხულობდით მოძრაობის თეატრის შენობაზე გამოკრულ წარწერას "კასტინგი",
ერთად გვეცოდებოდა დანიური სახლის წინ მდგარი მათხოვარი ქონდრის კაცი.
ერთად ვუყურებდით ბაზარში მიმავალ ხალხს.
ერთად ჩამოვდიოდით ავტობუსიდან...

სკოლაში 'მიმაცილებდა', ყურსასმენებს გამოვიძრობდი და ცოტა ხნით ვშორდებოდით.
სკოლის მერე კი იგივე მეორდებოდა: ავტობუსი, ქონდრის კაცი, "კასტინგი", შუადღის ბოზები, გმირთა მოედანი, სახლი...

ვუყურე თითქმის ყველა ფილმს მასზე და მისი მონაწილეობით:

პირველი იყო I'm not there ,- მხატვრული ფილმი ბობის ცხოვრებაზე. ამ ფილმის წყალობით კიდევ უფრო შემიყვარდა.

მერე იყო მარტინ სკორსეზეს - No Direction Home.
პენბეიკერის - Don't Look Back
თავისივე გადაღებული - Eat The Document
მიურეი ლერნერის - Newport Folk Festival
ლარი ჩარლზის - Masked and Anonymous
+ ბევრ ლაივ კონცერტს.

და მაინც... რა მომწონდა და მომწონს მასში ასე ძალიან:

1. პოეზია
2.მუსიკა
3. გარეგნობა (ახალგაზრდობის)
4. იუმორი
5. ქოჩორი (მეორე პუნქტში შედის)
6. მრავალფეროვნება

და არ მომწონს:

1. რომ დაბერდა
2. ვიქტორია სეკრეტის რეკლამაში, რომ მიიღო მონაწილეობა, ადრიანა ლიმასთან ერთად. (ეგ რეკლამა, რომ ვნახე კინაღამ სკამიდან გადავყირავდი.)
3. 1985 წლის "We Are The World" - ში, რომ, მიიღო მონაწილეობა.
4. მისი ბოლო ალბომის თემატიკა.

თუმცა მას უყვარს ექსპერიმენტები და ამიტომ ვპატიობ :)

საბოლოოდ რა გამოიღო ბობის შეყვარებამ:

1. მისი წყალობით დავინტერესდი 60-იანების მუსიკით.
2. მისი წყალობით დავინტერესდი - მუსიკით.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე მაინც არ ვთვლი ჩემს თავს ბობ დილანის ფანად. ჩემთვის სიტყვა "ფანი" უფრო ეგეთ ტიპთან ასოცირდება. მე  ეგეთი ტიპი არ ვარ, ჰოდა ჩემი ლოგიკით არც ფანი ვარ ! :)
მე უბრალოდ ძალიან მომწონს, და მიყვარს, როგორც მაგალითად მეყვარებოდა ნებისმიერი ბაბუა, მეგობარი, ნათესავი, ახლობელი...განსხვავება ის არის, რომ ბაბუა, მეგობარი და ნათესავი მპ3-ში არ მყავს.








ჰეი მენ, გილოცავ დაბადების დღეს.

შემდეგ წელსაც და იმის შემდეგზეც, დაგიწერ მოსალოც პოსტს, ოღონდ შენ იყავი კარგად...:)

1 comment:

  1. მიხარია ბობი ასე ძალიან რო გიყვარს ☮

    ReplyDelete