O_o
პოლ კაგანი - ამერიკელი ფოტოგრაფი, მხატვარი, პუბლიცისტი...1943 წელს დაიბადა და 1993 წელს მოკვდა. მართალია, მასზე ინფორმაციის ძებნისას, გუგლის 2 გვერდს არ გავცდენილვარ, მაგრამ რომც გავცდენოდი, მასზე ვერაფერ დიდ ინფორმაციას ვერ ვიპოვიდი, რადგან ის უბრალოდ უცნობია. რაც ახლა დავწერე, და დავწერ, სულ სხვადასხვა ამერიკული ბლოგებიდან და ბლოგის კომენტარებიდან ამოკრეფილი ინფორმაციაა მის შესახებ.

მისი მოღვაწეობის ხანა, დაემთხვა 60-იან წლებს, ეს ის პერიოდი იყო, როცა ამერიკელ ახალგაზრდებს მშვიდობა და სიყვარული სულიერ ფილოსოფიად ჰქონდათ ქცეული. კაგანის (შეიძლება გვარს არასწორად ვწერ, შეიძლება კაგანი კი არა კეგანია, ან ქეგანი, ან ქეიგენი) მოკლედ, პოლის პოსტერებში უმეტესად არის შიშველი ქალი და კაცი. სიშიშვლე - იმ პერიოდის ამერიკაში, ნაკლებად გამოისახებოდა გრაფიკულ ხელოვნებაში. სექსუალური რევოლუცია, სიყვარული, ნარკოტიკები, აღმოსავლური ფილოსოფია - არის ძირითადი, რაც პოლის ხელოვნებაში მკაფიოდ იგრძნობა.

და იჯდა ის სიცოცხლის ბოლომდე პატარა ატელიეში. უარჰოლივით ოქრო - ბრილიანტებში კი არ მომკვდარა...:)







No comments:
Post a Comment