
რატომღაც ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ უიშვიათესი დეგენერატი ვარ, რა ,ნამდვილი დეგენერატი არ უნახავთ? აბა პამელა ანდერსონი ვინ არის?
პოლი ჯინ ჰარვი
ადამიანი ერთხელ ცხოვრობს, მაგრამ ისე როგორც ვცხოვრობ მე, ეს სრულიად საკმარისია.
ფრენკ სინატრა
როცა ჩემთან ისლანდიაში კონცერტზე გამოვდივარ, ეშმაკმა იცის რა ხდება, აპლოდისმენტების მაგივრად რას არ ყვირიან: შენ ხომ ინგლისურში ორიანი გყავდა, ბიძაშენი ბიცოლაშენს დეიდაჩემთან ღალატობს და ა.შ. ასეთ პირობებში მიწევს მუშაობა შინ.
ბიორკი
კარგი იქნებოდა რომ ჩემი ტუჩებისგან ველოსიპედის საბურავები გაეკეთებინათ, თუმცა ზოგიერთ ქალბატონს ისინი მოსწონს კიდეც.
მიკ ჯაგერი
თავდაჯერებული გამომეტყველებით ვუყურებ გოგოს, ვათვალიერებ, სიფათებს ვკერავ, მოკლედ ცხოვრებისგან დაღლილი მაჩოს როლს ვთამაშობ. მერე სიგარეტი პირის ერთი კუთხიდან მეორეში გადამაქვს და ძალდატანებით ვეკითხები: აბა ჩიტუნი, შენთან წავიდეთ თუ აქვე შეგუსრულო? ამის შემდეგ მუშტს ვღებულობ და შემდეგ, მთელი თვე ასე მშვიდად ვცხოვრობ. რა ბედნიერებაა, რომ მაჩო არ ვარ.ნიკ ქეივი

ვთვლი, რომ პირველ რიგში პოეტი ვარ და შემდეგ მუსიკოსი... მე ვცხოვრობ როგორც პოეტი და მოვკვდები, როგორც პოეტი.
ბობ დილანი

ჩემზე ამბობენ, რომ მახინჯი ვარ. მე კი ვთვლი, რომ უბრალოდ მამაკაცური სახე მაქვს.
ტომ უეიტსი

როდესაც მე ვწერ, გამოვიყურები ორაზროვნად... ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრებაც ორაზროვანია.
კიტ რიჩარდსი
მე ვარ პირველი მომხიბლავი ჰიპი გოგონა.
ჯენის ჯოპლინი
მე მუდამ მჯეროდა იმ მუსიკის, რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით და სწორედ ამიტომ იყო ის უკომპრომისო.
ჯიმი პეიჯი
ყველას უყვარხარ, როცა 6 ფუტით მიწის ქვეშ ხარ.
ჯონ ლენონი
მე არასდროს მქონია მოკრძალებული აზრი, რადგან თუ ადამიანს აქვს აზრი, ის არ უნდა იყოს მოკრძალებული.
ჯოან ბაეზი
უმეტესად ვნერვიულობ ისეთ რაღაცებზე, რაც სინამდვილეში არ მომხდარა.
ტომ პეტი
მეგობარი ის ადამიანია, რომელიც გაძლევს სრულ თავისუფლებას, იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ.
ჯიმ მორისონი
ჯიმი ჰენდრიქსი
მე არ ვცხობრობ წარსულით. გამუდმებით ვცდილობ შევქმნა რაიმე ახალი, ხოლო წარსული გონებიდან ამოვშალო.
ბრაიან ენო










No comments:
Post a Comment