Pages

Thursday, May 19, 2011

მუსიკა + უცხო ენა

(წარმოიდგინეთ ტვ-მარკეტის კაცის ხმა)

დაიღალეთ ისეთი ტექსტების სწავლით, რომლებიც სრულებით არ გაინტერესებთ. დაიღალეთ სიტყვების ამოწერით,  რომელიც ხშირად გავიწყდებათ, ამავ დროულად კი გიყვართ მუსიკა და გინდათ გაამდიდროთ თქვენი ლექსიკური მარაგი უცხო ენაში?
 (თუ არა, მაშინ შეწყვიტეთ პოსტის კითხვა)

ჰმ...მაშინ, ეს პოსტი თქვენთვისაა.

ლირიკ რვეულის ინსტრუქცია.

           ჩემი ლირიკ რვეული (1 ტომი) გამოიყურება ამგვარად, თუმცა ვიზუალური თვალსაზრისით საკმაოდ დიდი არჩევანი არსებობს. მიმზიდველი გოგონები არ მოგწონს? რა პრობლემაა, შეგიძლია აირჩიო მათ მაგივრად ცხენი, ჰელოუ კიტი, პერისჰილტონისმაგვარი ძაღლი ან სულაც საქართველოს და ევროკავშირის დროშა. ამ გამოგონების პლიუსიც ეს არის, ყველაფერს თავად ირჩევ.

:O


                       
                                                                             

             ჩააწებეთ (ჩააკარით/ჩაწერეთ) სასურველი სიმღერის ტექსტი. (სიმღერასაც თვითონ ირჩევთ.)
:O:O
                  

                      შეეცადეთ იპოვოთ თქვენთვის უცნობი სიტყვა.

                                    

                                             აიღეთ, ლექსიკონი, იქნება ეს ელექტრონული, ოქსფორდის, ქემბრიჯის თუ სულხან საბას. მთავარია უცნობი სიტყვის განმარტება იპოვოთ.                                        





 მიაწერეთ ახალ სიტყვას განმარტება.


Just Louise and her lover so entwined.

გამოვიდა, რომ ლუისი და მისი შეყვარებული დაწნილები არიან (სავარაუდოთ ერთმანეთზე)

და ეხლა რა არის მთელი ამ 'რიტუალის' პლიუსი.

  • გესმით, რაზე მღერის მომღერალი.
  • უსმენთ სიმღერას, და გახსენდებათ ხაზგასმული სიტყვები. ჰოდა მოსმენისას გამახსოვრდებათ.
  • სახალისოა. 
  •  ხვდებით, თუ რამდენად შინაარსიან სიმღერას უსმენთ (ამ შემთხვევაში სასურველია მერაია ქერის ტექსტს არ არჩევდეთ).
(ისევ ტვ-მარკეტის კაცის ხმა) 
ლირიკ რვეული რევოლუციური გამოგონებაა, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და იგი უკვე აღიარეს მარტივ და გენიალურ გამოგონებად.


"Вероятно, это наиболее интересное изобретения для изучения иностранных слов",  მაშა (რუსეთი) 
           
"我很高兴,真的,谢谢你抒情笔记本电视市场" სანი, (ჩინეთი)

Estou em choque. Eu aprendo muitas palavras. grande invenção
ესტებანი, (პორტუგალია)


Unë jam shumë i lumtur që unë mund të kuptoj se çfarë Celine Dion këndon për
აბიდა, (არაბეთი)
oh ik hou lyric notebook! echt geweldig om nieuwe woorden te leren, en deze methode gebruiken
სანდრა, (ჰოლანდია)
:D
ओह, मैं गीत नोटबुक प्यार करता हूँ! वास्तव में नए शब्द सीखने के लिए, और इस पद्धति का उपयोगमहान
რაჯი (ინდოეთი)


werklik 'n groot uitvinding, baie maklik om nuwe woorde te leer
ანჯიტი. (აფრიკა)

gosh, just awesome method to study languages! ემო






           

No comments:

Post a Comment