ვისაც ჯორჯია "ეს" ჯორჯია ეგონა სათაურიდან განვმარტავ, რომ "იმ" ჯორჯიაზეა საუბარი. შესაბამისად, ქეთიც "იმ" ჯორჯიიდანაა.Chan Marshall - ასე ერქვა ქეთ ფაუერს, მანამ, სანამ ქეთ ფაუერი გახდებოდა.
დაიბადა 1972 წელს ატლანტაში, ჯორჯიას შტატში. სკოლის მიტოვების შემდეგ გადასახლდა ნიუ იორკში და ამ პერიოდში დაიწყო მისი მუსიკალური კარიერაც. იგი შეხვდა ლიზ ფეარს და Sonic Youth-ის დრამერს სტივ შელის. მათი მხარდაჭერით ჩაწერა პირველი სიმღერა და 1995 წელს გამოუშვა პირველი ალბომი Dear Sir 1996-ში კი, Myra Lee. 1996-ში გამოვიდა მესამე ალბომი What Would the Community Think და მისი პირველი კლიპი სიმღერაზე - Nude as the news.
მოგვიანებით გამოუშვა შემდეგი სტუდიური ალბომი Moon Pix, რომელიც მან ჩაწერა ჯგუფ Dirty Tree-ს წევრებთან მიკ ტერნერთან და ჯიმ ვაითთან თანამშრომლობით. კრიტიკოსების მიერ ალბომი დადებითად შეფასდა. თუმცა შემდეგ იგი, ცოტა ხნით შეეშვა საკუთარი სიმღერების ჩაწერას მან გამოუშვა ქავერების ალბომი. (The Covers Record) სადაც შევიდა როლინგ სტოუნსის, ბობ დილანის, რობერტ პლენტის და სხვა მისი საყვარელი მომღერლების სიმღერები. ძალიან კარგი ქავერებია, ზოგი მათგანი ქეთის რბილი და თბილი ხმის გამო ორიგინალსაც მირჩევნია.

ქეთს სახელი კიდევ უფრო გაუთქვა, მისი ინტერპრეტაციით შესრულებულმა სიმღერამ "Hard Times In New York City", რომელიც ასევე დილანს ეკუთვნის.
შესრულებაც და ვიდეოც უცნაურია :>
2003- ში გამოუშვა შემდეგი ალბომებიც და ითანამშრომლა ედი ვედერთან. ამავე წელს მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი მის კარიერაში როცა ის წავიდა მის ავსტრალიურ ტურში ნიკ ქეივთან ერთად.
![]() |
| დევენდრა ბენჰარტთან ერთად |


2007-ში ქეთმა ფილმ I'm not There-სთვის, შეასრულა ძალიან კარგი ქავერი. შეიძლება ითქვას იშვიათი ქავერი სიმღერისა - "Stuck Inside Of mobile With A Memphis Blues Again".








ეხლა არ ვიცი სად არის და რას აკეთებს. ბოლო Jukebox სადაც შევიდა ჯენის ჯოპლინის და დილანის სიმღერების ქავერები, 2008-ში გამოვიდა. მას შემდეგ ჩუმადაა. სადღაც წავიკითხე, რომ კონცერტების ჩატარებასაც მოუკლო...იმედი მაქვს, ახალ ალბომს მალე თუ არა, ოდეზღაც ვეღირსები.

No comments:
Post a Comment