გრძელდება ბობის მისალოცი პოსტების სერია. ბოლოს და ბოლოს 70 წლის ერთხელ ხდება ადამიანი.გადავაწყდი ზემოთ, რომ სათაური წერია, აი იმ სტატიას. გადავწყვიტე მეთარგმნა, ცოტა ინგლისურშიც გავივარჯიშებ (რაც ბოლო დროს ვატყობ მჭირდება), თან ბობსაც მივულოცავ კიდევ ერთხელ და თან ჩემ ბლოგს მოუხდება ეს სტატია. მეც ბობიც და ბლოგიც კმაყოფილები დავრჩებით ^_^
თითქმის ზუსტად ვთარგმნე, მაგრამ ბოლოსკენ ჩემი რაღაცები მაინც ჩავურთე.
ლედის ენდ ჯენთლმენს, 70 მიზეზი, თუ რატომ არის ბობი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა პოპ კულტურის ისტორიაში:
(ისე ეს "პოპი" რაღაც ცუდად კი მხვდება, ბობთან მიმართებაში)
Desolation Row by nathaanschafer
- იმიტომ, რომ მან დაწერა სიმღერა "Blowing in The wind"
- იმიტომ, რომ მან თინეიჯერები კვლავ დააინტერესა პოეზიაში და სიმბოლიზმისკენ შემოაბრუნა, არტურ რემბოს, ვერლენის, ბოდლერის და ბიტნიკების - გინზბერგის, კორსოს და ფერლინგეტის მსგავსად.
- იმიტომ, რომ როდესაც მარტინ ლუთერ კინგმა წარმოთქვა ლეგენდარული სიტყვა "მე მაქვს ოცნება" დილანი მხოლოდ, აუდიენციაში არ ყოფილა. ის მარტინ ლუთერ კინგისგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით იდგა სცენაზე და ახალი დამთავრებული ჰქონდა სიმღერა.
- იმიტომ, რომ მან შექმნა ფოლკ-როკი.
- იმიტომ, რომ ის არის შესული მსოფლიოს საუკეთესო კომპოზიტორების, როკენროლის მომღერლების და ნეშვილის კომპოზიტორების პლეადაში.
- იმიტომ, რომ მას ჰქონდა საუკეთესო ფსევდონიმები. თინეიჯერობისას რობერტ ზიმერმანი იყენებდა ფსევდონიმს - ელსტონ გან
- იმიტომ, რომ მის 1959 წლის სკოლის Yearbook-ში ეწერა, რომ ის ოცნებობდა, ლითლ რიჩარდსის ნაირი ყოფილიყო.
- იმიტომ, რომ მან ფოლკ მუსიკა "გადაარჩინა" წვერიანი და სვიტერიანი კაცებისგან, რომელთა ინტერესის სფეროს მეზღვაურობა ან ჯარისკაცობა წარმოადგენდა.
- იმიტომ, რომ მას ჰქონდა უნარი, ყოფილიყო დინჯი, სერიოზული და ამავ დროულად კომიკოსი. ყოველ ალბომში, (მათ შორის იმ ალბომებში სადაც იყო ისეთი სერიოზული სიმღერები როგორებიცაა Masters of War და Hard Rain's Gonna Fall) ყოველთვის იყო სიურეალისტური და სახუმარო სიმღერები.
- იმიტომ, რომ მან დაწერა სიმღერა It Ain't me Baby. მსოფლიოში პირველი ანტი სასიყვარულო სიმღერა.
- იმიტომ, რომ მან აიყვანა ბენდი სახელად The Hawks და გარდაქმნა The Band-ად. დღესდღეობით ეს ბენდი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ არის მიჩნეული. ბენდის გიტარისტი რობი რობერტსონმა, ბობთან ერთად იმოგზაურა 1966 წლის ტურში.
- იმიტომ, რომ როდესაც სხვები ხაზს უსვამდნენ, თუ როგორ ეხმარებოდნენ საბრალო აფრიკელებს, ის ქველმოქმედებას, აფიშირებას არ უკეთებდა.
- იმიტომ, რომ მანდ დაწერა "Mr. Tambourine Man"
- იმიტომ, რომ მან "საშინელი" სიმღერის ტექსტი დასაშვებად გამოაცხადა. მანამ სანამ დილანი გამოუშვებდა სიმღერას "Like A Rolling Stone" და "Positively 4th Street", სიმღერების ტექსტი ძირითადად შეიცავდა ლამაზ - დათაფლულ სიტყვებს. მოგვიანებით "ახალი მიმდინარეობა" ყველაზე ცხადად აისახა ლენონის ცინიკურ ტექსტში.
- იმიტომ, რომ მან შექმნა ქანთრი როკი. Nashville Skyline -მდე ქანთრი მოქცეული იყო გარკვეულ ჩარჩოებში და როკთან შედარებით კონსერვატიულად ითვლებოდა.
- იმიტომ, რომ იგი Hammond's Folly-დან იქცა თაობის ხმად. (Hammond's Folly - დილანის ადრინდელი ზედმეტსახელი, რაც ნიშნავს - "ჰემონდის კაპრიზს.") როდესაც, დილანის პირველი ალბომი არასაკმარისად მომგებიანი აღმოჩნდა, ყველა დასცინოდა მის პროდუსერს ჯონ ჰემონდს, რომ ამ ბიჭზე იმედები დაამყარა. ერთი წლის შემდეგ ბობმა გამოუშვა მისი მეორე ალბომი სადაც შედიოდა სიმღერები "A Hard Rain's Gonna Fall", "Masters of War", და "Don't Think Twice It's Allright" (აი ბოლოს ვინ გახდა დასაცინი)
- იმიტომ, რომ მასზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში მისი როლი ითამაშა 6მა ადამიანმა. მათ შორის ერთი ზანგი ბავშვი იყო. მეორე - ქეით ბლანშეტი.
- იმიტომ, რომ მისი ბოლო ალბომის მთელი შემოსავალი გადაეცემა ღარიბებს, რაც ნიშნავს, რომ მომავალში ვინც იყიდის ამ ალბომს, ავტომატურად უსახლკაროებს დაეხმარება.
- იმიტომ, რომ ტრადიციული ფოლკიდან ის გადავიდა ფოლკ-როკზე 1965 წელს, როცა მან ელექტრო გიტარით დაუკრა ნიუპორტის ფოლკ ფესტივალზე. ეს მოვლენა გახდა ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი მოვლენა როკის ისტორიაში, როცა დილანი 'დაქორწინდა' როკზე, რაც შეიძლება ითქვას, რომ მთელი კონტრ კულტურული ექსპერიმენტების საუნდტრეკად იქცა.
- იმიტომ, რომ გარდა მუსიკისა, აქვს ნიჭი ხატოს ნახატები, წეროს წიგნები და გადაიღოს ფილმები.
- იმიტომ, რომ ნაცვლად იმისა, რომ მისი ქორწილების სერია, იაფფასიანი ჟურნალების თემად ექცია, განსხვავებით სხვა ცნობილი სახეებისგან, მან პირადი ცხოვრება შეინარჩუნა.
- იმიტომ, რომ მან გაბედა და 6 წუთიანი სიმღერები გამოუშვა. "Like a Rolling Stone" - მდე სიმღერების ხანგრძლივობა შეადგენდა 2,3 წუთს პატეფონების მაქსიმალური შემოსავლისთვის (?)
- იმიტომ, რომ მისმა ალბომმა "The Freewheelin'" - მა დიდი გავლენა იქონია ბითლზებზე. "ჩვენ უბრალოდ ამას ვუკრავდით, ჩვენ ეს უბრალოდ ვატარებდით" - ამბობდა ჯორჯ ჰარისონი. "სიმღერის ტექსტის შემადგენლობა იყო მწვერვალი - ეს იყო საოცრად მშვენიერი და ორიგინალური." ჯონ ლენონი ამბობდა: "სამი კვირა, ჩვენ განუწყვეტლივ ამას ვუკრავდით. ჩვენ ამოჩემებული გვქონდა დილანი."
- იმიტომ, რომ მან გავლენა იქონია ბითლზებზე, რის გარეშეც შეიძლება არც შექმნილიყო მათი ალბომები Rubber Soul, Revolver და Sgt Paper.
- იმიტომ, რომ მაინ მოიგო ოსკარები, ოქროს გლობუსები და გრემი(ები).
- იმიტომ, რომ მან დაწერა "Visions of Johanna" ყველა დროის საუკეთესო სიმღერა. ყოფილი პოეტი ლორედ ენდრიუ აღიარებს, ამ სიმღერის ტექსტს, როგორც მსოფლიოში საუკეთესო სიმღერის ლირიკად.
- იმიტომ, რომ 1963 წლის მაისში, როცა გამოვიდა ალბომი "The Freewheelin'", მან ედ სალივანის შოუში შეასრულა სატირული სიმღერა "Talkin' John Brich Socieity Blues". ამ სიმღერით, იგი აღმოჩნდა დაწესებულ ცენზურას გარეთ. იმ პერიოდში დილანი ნაკლებად ცნობილი იყო, ამიტომ პოპულარულ სატელევიზიო შოუში მიწვევა, მისთვის საუკეთესო შანსი იყო, რომ ხალხს იგი უკეთ გაეცნო.
- იმიტომ, რომ ის ყველაზე მეტს შრომობს მთელს შოუბიზნესში, თავისი არასდროს დასრულებადი ტურით (Never Ending Tour) რომელიც გრძელდება და გრძელდება. წელიწადში ატარებს დაახლოებით 100 კონცერტს მსოფლიო მაშტაბით.
- იმიტომ, რომ როდესაც იგი თავის "ელექტრო პერიოდში" ცდილობდა აეხსნა როგორი სახის მუსიკა სურდა, რომ დაეკრა, ის გამოვიდა ფრაზით - "That Thin Mercury Sound"
- იმიტომ, რომ მან იხმარა იშვიათი გონებამახვილობა მოსაწყენი პრესკონფერენციის დროს,რჩევა მისცა "გქონდეს კარგი თავი და ყოველთვის გაუფრთხილდი ნათურას", ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა პატიოსნებაზე რაზეც პასუხი მიიღო "Deep down, you must have convictions,"
- იმიტომ, რომ მან ჩაწერა ალბომი Blonde On Blonde. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი.
- იმიტომ, რომ მან დაწერა "Hard Rain's Gonna Fall" მაშინ, როცა ის აშკარად გამოსული იყო თინეიჯერობიდან. სიმღერაში აპოკალიფსური სურათებიდან გამოიკვეთება სტილი, რომელიც არ გავს იმ პერიოდში, მეამბოხე მომღერლების სიმღერებს. ყოველი სტროფი, ახალი სიმღერის დასაწყისს გავს.
- იმიტომ, რომ კლასიკურ - შუა სამოციანებში, დილანი ჰქონდა - ჩიტის ბუდის მაგვარი თმა, მუქი ჩრდილები, ობობის მსგავსი ფეხები (:D), ჩელსის ჩექმები, ბასრი ღაწვები. ეს არის ყველაზე მაგარი გარეგნობა. კითხე ჯონ კუპერ კლერკს.
- მან კვლავ განსაზღვრა, თუ რა იყო დასაშვები მუსიკაში. მან დასცინა "არამელოდიურ ყმუილს" და მსმენელს მკაფიო ბლუზი მიაწოდა.
- იმიტომ, რომ "იუდას" ინციდენტის დროს (როდესაც 1966 წელს კონცერტის დროს, ერთ-ერთმა მაყურებელმა მას "იუდა" დაუძახა), გარდა იმისა, რომ ბობმა პასუხი გასცა "I don't belive you", მან ბენდის წევრებს უხეში ინსტრუქცია მისცა "Play it Fuckin' Loud" (ხმამაღლა დაუკარით ეს მო#^$-ლი)
- იმიტომ, რომ მას სთხოვეს დაეწერა საუნდტრეკი ვესტერნისთვის სადაც ბობსაც აქვს მცირე როლი, მან დაწერა Knockin' On Heaven's Door, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა.
- იმიტომ, რომ ბობ დილანის გარეშე არ იქნებოდა ჯგუფი Byrds. (თითქმის სულ მის სიმღერებს ასრულებდნენ)
- იმიტომ, რომ ის მონაწილეობდა პირველ კლიპში, რომლის იდეაც მდგომარებოდა კლიშეების დანგრევა. კლიპში დილანი ერთმანეთის მიყოლებით ყრის ოთკუთხედ ფორმატებს, რომლებზეც "Subterranean Homesick Blues"-ის ტექსტი წერია.
- იმიტომ, რომ იგი მსმენელს იშვიათად უცრუებს იმედს. 1980 წელს, მისი შემოქმედების ყველაზე ცუდ პერიოდში, დილანმა ერთი წლის განმავლობაში შექმნა ორი ჰიტი "Foot Of Pride" და "Blind Willie Mcctell"
- იმიტომ, რომ მისი წყალობით მოდური გახდა ტუჩის გარმონი და ხალხს აჩვენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ეს ინსტრუმენტი.
- იმიტომ, რომ მან ალენ გინზბერგი ტურში წაიყვანა, ყოველგვარი პირადი ინტერესების გარეშე. ასეთი რამ დღესდღეობით წარმოუდგენელია.
- იმიტომ, რომ ის ამერიკის ლეგალურ ოქმებში იმდენჯერ იქნა დასახელებული, როგორც საუკეთესო კომპოზიტორი, რამდენჯერაც არცერთი სხვა მათგანი არ ყოფილა. დილანი საუკეთესო კომპოზიტორად 186-ჯერ დაასახელეს. ბითლზები 74-ჯერ, მაგრამ ვის შეუძლია შეედავოს ადამიანს, რომელიც სიმღერებში ამგვარ ფრაზებს იყენებს "When you got nothin' you got nothin' to lose"(როდესაც არაფერი გაქვს, დასაკარგიც არაფერია), და "To live outside the love you must be honest" (იცხოვრო კანონს გარეთ - უნდა იყო პატიოსანი)
- იმიტომ, რომ მან თავის შემოქმედებაში, სოციალური პროტესტის და თაობის კულტურული საქმიანობის გაერთიანება მოახდინა.
- იმიტომ, რომ როდესაც მან დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი Chronicles, მან ნაწილობრივ ახსნა თუ რა გზებით ქმნიდა ის თავის ხელოვნებას.
- იმიტომ, რომ თავად დილანი არის მუსიკის დიდი თაყვანისმცემელი. როდესაც მას ჰქონდა რადიო გადაცემა, იქ იგი ბევრს საუბრობდა მეოცე საუკუნის პოპულარულ მუსიკაზე.
- იმიტომ, რომ მან დაწერა "Like a Rolling Stone", რომელიც არაერთხელაა აღიარებული- მსოფლიოში საუკეთესო სიმღერად. ამ სიმღერამ უდიდესი გავლენა მოახდინა პოპ კულტურაზე.
- იმიტომ, რომ ის ყოველ ჯერზე სხვადასხვა ინტერპრეტაციით ასრულებს სიმღერებს, რაც მისთვისაც და მაყურებლისთვისაც საინტერესოა.
- იმიტომ, რომ მან დაწერა "All Along Watchower", რაც შემდგომ ჯიმი ჰენდრიქსმა შეასრულა და დღესდღეობით ეს ჰენდრიქსის ნამღერ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერად ითვლება. შეიძლება ითქვას, რომ ამ სიმღერით გახდა ჰენდრიქსი ასეთი პოპულარული. იგივე შეიძლება ითქვას Manfred Mann-ზე, პიტერ პოლ & მერიზე -ზე, ჯული დრისკოლზე, ბრაიან ოგერზე, Byrd-ზე, The Trinity-ზე და სხვა მომღერლებზე, რომლებსაც დილანის სიმღერის შესრულებამ წარმატება მოუტანა.
- იმიტომ, რომ მის 1966 წლის მსოფლიო ტურში, სადაც ის მოგზაურობდა The Hawks-თან ერთად, მან ეფექტურად შექმნა როკ მუსიკა - მკაფიოდ განსხვავებული როკენროლისგან. მანამდე ასეთი ძლიერი და ხმაურიანი მუსიკა არასდროს გაეგონათ სცენიდან.
- იმიტომ, რომ 1970-იან წლებში, როდესაც მას ადანაშაულებდნენ "გაქრობაში", დილანმა გამოუშვა ალბომი "Blood on the Tracks", სადაც შესული იყო მისი საუკეთესო სიმღერები.
- იმიტომ, რომ მან გააკეთა უბადლო გაერთიანება ფილოსოფიური და მხატვრული ლირიკის, რომელსაც იგი უბრალოდ აწვდიდა მსმენელს. მან გააერთანა სიმდიდრე და ლიტერატურა, რელიგიური და ისტორიული ფაქტები, რომელსაც სიურეალისტურად გადმოსცემდა. "Chains of Flashing Image" - როგორც ალენ გინზბერგი აღწერდა მას.
- იმიტომ, რომ მისი ბოლო ალბომით (ბოლოს წინა) ის გახდა ყველაზე ხანშიშესული მუსიკოსი, რომელიც ამერიკის და დიდი ბრიტანეთის ჩარტებში პირველ ადგილზე აღმოჩნდა.
- იმიტომ, რომ მან დაწერა სიმღერა "The Lonesome Death of Hattie Carol", ეს არის 1964 წელს დაწერილი ძლიერი სიმღერა, რომელიც დაწერილი იქნა ნამდვილი ამბის მიხედვით, თუ როგორ მოკლა ვილიამ ზენზნგერმა შავკანიანი ქალი - ჰეთი ქეროლი. ამის გამო, ვილიამ ზენზინგერი, მთელი დარჩენილი სიცოცხლე სახელგატეხილი ცხოვრობდა
- იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ ის არაერთხელ დაასახელეს ქვეყნის 100 ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს შორის, ის დასახელებული იქნა პოეზიის ოსტატად .
- იმიტომ, რომ ბრუს სპრინგსტინმა იგი წარმოადგინა, როგორც მთელი როკენროლის მამად და თქვა "ბობი ანთავისუფლებს გონებას, როგორც ელვისი სხეულს"
- იმიტომ, რომ მან ჩაწერა ალბომი "Highway 61 Revisited", რომელიც დღესაც ძალიან პოპულარულია :)
- იმიტომ, რომ მან ჩაწერა ალბომი "Bringing It All Back Home", რომელიც არის ნიმუში, თუ როგორ გარდაიქმნება ფოლკ მუსიკა, როკ მუსიკად.
- იმიტომ, რომ როდესაც ყველას ეგონა, რომ ის გაქრა, მან გამოუშვა ძალიან კარგი ალბომი "Oh Mercy"
- იმიტომ, რომ ის არის მომღერალი, რომლის სიმღერებსაც ყველაზე ხშირად მღერიან.
- იმიტომ, რომ ტომ ვეითსი მასზე ამბობდა "ის პლანეტაა, რომელიც უნდა შეისწავლო, მისთვის სიმღერების დაწერა ისეთივე განუყოფელია, როგორც დურგლისთვის ხერხი და ჩაქუჩი"
- იმიტომ, რომ არსებობს დილანოლოგისტების ინდუსტრია.
- იმიტომ, რომ ის ძალიან იშვიათად მღერის სხვის დაწერილ სიმღერებს. მის სიმღერები კი ძალიან ბევრ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ მომღერალს აქვს ნამღერი.
- იმიტომ, რომ თუ ჩართავ მის ალბომს John Wesley Harding - ს უკუღმა და შეხედავ ხის ქერქს, შენ დაინახავ ბითლზებს. (სასურველია ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ)
- იმიტომ, რომ "როლინგ სტოუნის" 100 საუკეთესო ვოკალისტს შორის დილანი მე7 ადგლიზეა, მიუხედავად იმისა, რომ ის ნაკლებად არის ვოკალისტი.
- იმიტომ, რომ 2008 წელს მას მიანიჭეს პულიცერის პრიზი, როგორც ამერიკის ექსტრაორდინალურ პოეტს და კომპოზიტორს.
- იმიტომ, რომ მას ჩატარებული აქვს 3000-მდე კონცერტი.
- იმიტომ, რომ მას დაწერილი აქვს 700-მდე სიმღერა.
- იმიტომ, რომ მას გამოშვებული აქვს 46 ალბომი.
- იმიტომ, რომ გუშინ ჩამომივიდა მაგის დაწერილი წიგნი Chronicles და ისე დამაინტერესა, რომ ვერ მოვწყდი.
- იმიტომ რომ მე მიყვარს :)
აქ შეგიძლიათ მოისმინოთ სალომე ასათიანის ძალიან საინტერესო რადიო გადაცემა (ან წაიკითხოთ სტატია), სადაც საუბარია ბობ დილანის თბილისურ ვიზიტზე, სადაც ის ადამიანები, რომლებიც შეხვდნენ დილანს, თვითონ ყვებიან ფოლკის და როკენროლის მამასთან შეხვედრისას განცდილ შთაბეჭდილებებს.
yochag Tata <3
ReplyDelete