თავქარიანები არიან
არაფრად აგდებენ მორალს
ილანძღებიან კიდეც
გვლანძღავენ, დიახაც გვლანძღავენ
ეტრფიან ჯოჯოხეთს
რუსებზე მღერიან...
ლამაზად მღერიან
იკიდებენ ყველაფერს ცალ ფეხზე.
ლამაზად უკრავენ კიდეც.
იკიდებენ ყველაფერს... მეორე ფეხზეც.
ქალბატონებო და ბატონებო, ბებიებო და ბაბუებო, დეიდებო და ბიძებო, ბავშვებო და თინეიჯერებო, პედოფილებო და ნეკროფილებო, გეებო და ლესბოსელებო... თქვენს წინაშეა შავი იუმორის, ჯიფსი, დარქ კაბარეს, ექსპერიმენტალური ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ტრიოოო :
The Tiger Lillies.
ზუსტად მაშინ ვიპოვე ეს ბენდი, როცა ბრიტანული მუსიკა თავის ბითლზებიან, ბრიტპოპიანად ყელში მქონდა ამოსული...ჰოდა, ამ ჯგუფმა, ისევ ქვემოთ ჩაუშვა, რადგან მანამდე მსგავსი არაფერი მომისმენია... ნუ შეიძლება ოდნავ მსგავსი კი, მაგრამ ასე არ მოვხიბლულვარ არცერთით.
ტრიო ჩამოყალიბდა ლონდონში და არსებობს 1989 წლიდან... ცნობილები კი არიან, მაგრამ არც ისე...მიუხედავად იმისა, რომ არც ისე, 2003-ში მათი ალბომი The Gorey End გრემიზე იყო ნომინირებული, მანამდე, 1999- ში მათი მუსიკა გამოყენებული იყო ფილმისთვის Plunkett & Macleane
ძალიან მაგარი ვოკალისტი ყავთ და კარგ მუსიკას ქმნიან, მაგრამ ვთვლი, რომ ამათ ბევრი ვერ მოუსმენს... მე კი, ძალიან მხიბლავენ თავიანთი არაამქვეყნიური, სიურეალისტური და ბოროტი იმიჯით...
(Yes, you're going to hell. hahaha)ჯგუფის წევრები არიან:
მარტინ ჟასკესი (ვოკალი, ჰარმონიკა, აკორდეონი, პიანინო, გიტარა)
ადრიან ჰიუჯი (დრამები, ბექ ვოკალი)
ადრიან სტაუტი (ორმაგი ბასი, ბექ ვოკალი)
და ბარემ ვიკიპედიად გადავიქეცი და აჰა დისკოგრაფიაც:
- 1994 - Births, Marriages and Deaths
- 1995 - Spit Bucket
- 1995 - Ad Nauseam
- 1996 - The Brothel to the Cemetery
- 1996 - Goodbye great nation (with Contrastate)
- 1997 - Farmyard Filth
- 1998 - Low Life Lullabies
- 1998 - Shockheaded Peter
- 1999 - Bad Blood and Blasphemy
- 2000 - Circus Songs
- 2000 - Bouquet of Vegetables - The Early Years
- 2001 - 2 Penny Opera
- 2003 - The Sea
- 2003 - The Gorey End (with Kronos Quartet)
- 2003 - Live in Russia 2000-2001
- 2004 - Punch and Judy
- 2004 - Death and the Bible
- 2005 - Huinya (with Leningrad)
- 2006 - Die Weberischen
- 2006 - The Little Match Girl
- 2007 - Urine Palace
- 2007 - Live in Soho
- 2007 - Love and War
- 2008 - Seven Deadly Sins
- 2009 - Sinderella
- 2009 - Freakshow
- 2009 - Live at the New Players Theatre - London 2009
- 2010 - Cockatoo Prison
- 2010 - Here I am Human!
და ტრადიციისამებრ კლიპი:
The Tiger Lillies - Living Hell
:
The Tiger Lillies- Living Hell from Mark Holthusen on Vimeo.
Yes, you're going to hell. hahaha...




No comments:
Post a Comment