Pages

Saturday, May 7, 2011

რენე მიდის ჰოლივუდში

" იცით, ფილმი აგებულია ორიგინალურ სცენარზე, რაც მთლიანობაში მას საკმაოდ მრავალფეროვანს ხდის...სწორედ ამ სხვადასხვა ორიგინალური ხერხებით ცდილობს რეჟისორი, მაყურებელს, ფილმის კონცეპტუალური აზრი დაანახოს. (სიგარეტის ჩაქრობა) დაინახავს თუ არა მაყურებელი, ალბათ ეს უკვე თავად მასზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია აგრეთვე, ბევრი სახასიათო გმირი, რომელთაც ფილმში იუმორი, ხალისი და ამავ დროულად ტრაგიზმიც შემოაქვთ... იცით, რაღაც ხარვეზები აქვს, ფილმს, კი, აქვს... რა ხარვეზები? მაგალითად, დრამატურგიული თვალსაზრისით ." (ცხვირზე ჩამოცურებული სათვალის გასწორება)
<<აი კინომცოდნე რო ვიყო ეგეთ რაღაცას ვიტყოდი და დამიჯერებდით.
მარა ეხლა არ გჯერათ, იმიტომ რომ კინოში თუ რამე ვიცი მარტო ყურებაა... არა, აზრიც გამომაქვს ხოლმე ...: ) მაინც ჯობია უფრო მარტივად ვიმსჯელო, ისე როგორც იმსჯელებდა ბოლო დროს გადაღებული ქართული ფილმებისგან არაერთხელ იმედგაცრუებული მაყურებელი ან უბრალოდ, როგორც იმსჯელებდა, რიგითი თბილისელი 15 წლის გოგო - ერთი სიტყვით ვიმსჯელებ ისე, როგორც ვიმსჯელობდი მე... ანუ ნურაფერ განსაკუთრებულ ანალიზს ნუ ელოდებით (არადა არ ელოდებით)

რევიუს დაწერას არ ვაპირებ. ძალიან ზოგადად ვიტყვი - ცოტას და მშრალად...

1. ფილმი კარგად არის გადაღებული. უყურებ და გგონია, რომ ჰოლივუდის ფილმს უყურებ, მაგრამ მერე ქართულად დაილაპარაკებენ და... ეს ძირითადად მხატვრის და ოპერატორის დამსახურებაა. უღიმღამო მტკვრის ნაპირი და თბილისის რამდენიმე ადგილი, ძალიან ლამაზად არის გამოჩენილი, და საერთოდ, ამ ფილმში ეს ის თბილისი არ არის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ...

2.რაც შეეხება შინაარს... არის ერთ ადამიანზე - სახელად რენე, რომელიც არის არისტოკრატული წარმომავლობის, ვიდეოს გაკვეთილების ლექტორია და ასევე მუშაობს გაზის ბალონების დამტენავ დაწესებულებაში, თუ რაღაც მაგდაგვარში. ფილმში ნაჩვენებია, ილიას მკვლელობას, ამ დროს კი წიწამურის გზაზე შავი ჯიპები დადიან.. რეჟისორს ამით იმის თქმა უნდოდა, რომ დღესაც იგივე მოხდებოდა - ანუ დღესაც მოკლავდნენ ილიას და დღესაც არსებობენ იაჰუები.. ა ვინ არის იაჰუ? ჰო, დამავიწყდა, ჯერ არ გიყურებია...
რაც ძალიან მომეწონა, არის ის, რომ ფილმი გაჯერებულია ძალიან საინტერესო პერსონაჟებით, რომელთა როლსაც, ყველა მსახიობი ზუსტად მოერგო.

3.თითქმის ყველა მსახიობი კარგად თამაშობს, კარგად თამაშში ვგულისხმობ - ბუნებრივად თამაშს. ერთადერთი, რომლის თამაშიც არ მომეწონა, არის რენე დადიანის და - რომლის ინტონაციებიც ცოტა არ იყოს ხელოვნური მომეჩვენა. მომეწონა უნივერსტეტის რექტორის მდივანი, რომელიც მარტო 2ჯერ გამოჩნდა, ისიც მაქსიმუმ 37 წამით და მაქსიმუმ 10 სიტყვა თქვა, მაგრამ ძალიან ბუნებრივი იყო, ნამდვილი "მდივნის ხმა" ქონდა, და არ მინდა დავუკარგო...:)
ფილმში არის რიჟა, გიჟი, ჭუჭყიანი ადამიანების დაჯგუფება, წეღან, რომ იაჰუები ვახსენე- აი ეგენი.  ტიპიურ მეზღვაურებს გვანან. უარყოფით პერსონაჟებად გვისახავს რეჟისორი, მაგრამ მაგარი ხალხია <3

Yahoo
მნიშვნელოვანია ისიც,  რომ ფილმში ყოველ წუთას სხვადასხვა რეკლამები არ გეჩხირება თვალში ანუ მთავარი გმირი ნაბეღლავს არ იყუდებს და მერე არ ამბობს "აუჰ რა ასწორებს ეს ნაბეღლავიო" და ეგეთი რაღაცები. ეს არის სერიოზული, კინემატოგრაფიული ნამუშევარი და ბოლო ათწლეულის მანძილზე გადაღებული საუკეთესო ფილმი.

ვინც წასვლას აპირებთ დააკვირდით:
1.კადრს, როდესაც იაჰუები მთავარ იაჰუს (არ მახსოვს რა ქვია) ასაფლავებენ... რაღაც საოცარი კადრია - თავის მუსიკიან ყველაფრიანად...
ჩემი საყვარელი კადრი

2. ქალს, რომელიც თმას ივარცხნის....
არა, მნიშვნელოვანი არაფერი, უბრალოდ მაგარი ტიპია :დ

3.ბუხრიდან, რომ მატარებელი გამოდის.. მაგ დროს რატომღაც ფილმი "ამელი მონმარტიდან" გამახსენდა, და ერთი წუთით რენეს პერსონაჟი ამელის პერსონაჟთანაც  გავაიგივე. ორივეს დიდი ფანტაზია აქვს, ორივე ფილმში გვხვდება საინტერესო და უცნაური პერსონაჟები და ორივე ფილმში არის სიურეალისტური კადრები... ხო, ხო ვიცი, სტილისტურად სრულიად სხვადასხვა ფილმებია, მაგრამ იმ მომენტში გამახსენდა ვაჰ  :)

4.გარდა ამისა, მთლიანად ფილმს დააკვირდით: )

ბოლო დროს გადაღებულ ქართულ ფილმებს თუ შევადარებ, გამოვა, რომ ამ ფილმის სანახავად საჭიროა:
1. უფრო მეტი დაფიქრება, ვიდრე "ოცნების ქალაქზე" დაგჭირდათ.
2. უფრო ნაკლები გამძლეობა ვიდრე "ყველაფერი კარგად იქნება"-ზე დაგჭირდათ.
3.ნაკლები სმენა, ვიდრე "გოგონა სლაიდიდან"
4.მეტი წარმოსახვის უნარი, ვიდრე "მამაჩემის გელფრენდი"
5.უფრო ნაკლები სენტიმენტები, ვიდრე "გაღმა ნაპირი"
6... "ჭამა და სექსიც" მინდოდა ჩამერთო, მაგრამ ნანახი არ მაქვს, სამწუხაროდ.

არ წახვიდეთ ფილმზე:
1.ვისაც შორენას ძუძუები დაგაკლდებათ.
2.ვისაც "მგზავრების" მუსიკა დაგაკლდებათ.
3.ვისაც ფიქრი და აზროვნება გეზარებათ.
4.ვისაც ფილმის ყურება არ გინდათ.
5.ვისაც ფეხზე გკიდიათ ის ფაქტი, რომ ასეთ კარგ ფილმზე მაქსიმუმ 6-7 კაცი, არის დარბაზში.
თუ ამ ხუთი პუნქტიდან არცერთს არ მიეკუთვნები, იშოვე 7-10 ლარი წადი და უყურე ...
 ცუდია, როცა "ოცნების ქალაქი" დარბაზს ავსებს, ხოლო ამ ფილმზე პრემიერის მეორე დღეს 6-7 ადამიანი ზის. (სანდო წყაროებიდან ვიცი)

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა შუაშია ჰოლივუდი?
უყურეთ და თვითონ გამოიტანთ დასკვნას.

P.S არადა, რევიუს დაწერა არ მინდოდა, მშრალად და მოკლედ მინდოდა დამეწერა ...

No comments:

Post a Comment