ბოლო დროს ხშირად მხვდება სხვადასხვა მომღერლებისადმი თუ ჯგუფისადმი მიძღვნილი სიმღერები... მგონი საინტერესოა, ვინ - ვის, როგორ, რისთვის და რატომ მიუძღვნა... არა? ჩემთვის კი...
Camera Obscura-მ მაგალითად ლოიდ ქოულზე იმღერა. ამ სიმღერას დიდი ხანია ვუსმენ და ცოტა ხნის წინ დამაინტერესა ვინ ლოიდზე იყო სიმღერა...
კლიპიც კარგია, რეტრო სტილში, მხიარული და რაც მთავარია სიმღერას ძალიან უხდება.
Ladies and Gentlmen, Weezer...
”იუჰუუ მე გამოვიყურები როგორც ბადი ჰოლი,
ოჰ შენ კი მერი ტაილერ მური”
მოკლედ "Weezer"-მა ბადი ჰოლიზე იმღერა...
Devendra Banhart-ის ჯერია, რომელმაც ბითლზებზე იმღერა. უცნაური ლირიკი აქვს ჯერ პოლ მაკარტნის და რინგო სტარს ახსენებს, ამის შემდეგ, რაღაცას მგონი ესპანურად ახუჭუჭებს. და სიმღერის ბოლოს ახსენებს დონოვანს, მარკ ბოლანს და ბენ ჩესნის. ესენი რაღა შუაში არიან ბითლზებთან. ეტყობა, სიმღერის შუა მონაკვეთში რაღაც, რომ ჩაახუჭუჭა ესპანურად, ეგ ვერ გავიგე და მაგიტომ ვერ მივხვდი... რავიცი ... მაინც ფაქტია, რომ სიმღერა ბითლზებზე უფროა.
Danny Mirror-ის ყველაზე ცნობილი სიმღერა არის - ”მე მახსოვს ელვისი”...
მეც მახსოვს ელვისი, მიყვარს კიდეც, განსაკუთრებით ლანჩის მენიუ 6 ლარი ღირდა. აზრზე ხარ, პიცა, სალათა და კოლა სულ რაღაც 6 ლარად. ეხლა მგონი 7 ღირს, მარა მაინც იაფია არა?... ისე დიდი ხანია არ ვყოფილვარ, მაგრამ მთავარია, რომ მე მახსოვს ელვისი.
Cake - Frank Sinatra ფრენკის რა ვთქვა, მარა სიმღერა კარგია....
დენის არ იყოს, ბარბრა სტრეიზანდზე დაწერილი ეს კომპოზიცია Duck Sauce-ისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. უუუუ ბარბრა სტრეიზანდ ;)
მოკლედ ”სიმღერა ვუდისთვის” რომელიც ბობ დილანმა ვუდი გატრის მიუძღვნა. ეს ის პერიოდია, როცა დილანი პირველად ჩამოვიდა პატარა დულუთადან დიდ ნიუ იორკში. სიმღერის შინაარსიც ასეთია - იგი ვუდის უყვება, ახალ სამყაროში განცდილი შთაბეჭდილებების შესახებ. ძალიან კარგი სიმღერაა. ლინკს ვერ ვდებ, რადგან საქართველოში დაბლოკილია იუთუბიდან.
ახლა კი, სიმღერები, რომლებიც ბობ დილანს მიუძღვნეს. მგონი ყველაზე მეტჯერ მასზე იმღერეს, (სიდ ბერეტმა, ქეთ ფოუერმა, დევიდ ბოუვიმ, რაიან ბინამმა, ბელ & სებასტიანმა) უცნაურია, ყველა სიმღერა მომწონს...
ქეთ ფოუერი - ”სიმღერა ბობისთვის”
ძალიან მომწონს ლირიკი... ქეთ ფოუერი როდესაც 15-16 წლის იყო მის კონცერტებს ესწრებოდა... მოგვიანებით ბობს რატომღაც მისთვის დაურეკავს, თუმცა ამ დროს ქეთი ასი მილის დაშორებით იმყოფებოდა...იგი მღერის, რომ მან შანსი გამოტოვა რათა, ბობისთვის ბოლოს და ბოლოს ეთქვა ”Please, be my man...”
სევდიანი და ტკბილი სიმღერაა...
ცნობილი ინდი ჯგუფის Belle and Sebastian - ის სიმღერა, რომელიც აგრეთვე ბობ დილანზეა, თუმცა წინა სიმღერისგან განსხვავებით, მხიარული... აქ არც არავინ თხოვს დილანს ”მისი კაცი გახდეს” და არც შანსის ხელიდან გაშვებას მისტირიან...
”უკან არ მოიხედო,
როგორც დილანი ფილმებში” მოკლედ მსუბუქი და სასიამოვნო სიმღერაა...
არლო გათრიე არის ვუდი გათრიეს შვილი. აი იმ ვუდის, წეღან ბობი, რომ უმღეროდა... ხოდა არლო უმღერის მომღერალს და რეჟისორს - ვიქტორ ჯარას.
და ბოლოს....
No comments:
Post a Comment