Pages

Friday, April 15, 2011

ათეული



ჟურნალი ”როლინგ სთოუნი” ყოველ კვირას ატარებს გამოკითხვას ფეისბუქში და ხმების რაოდენობის მიხედვით ავლენს საუკეთესო ათეულს სხვადასხვა კატეგორიებში. გასულ კვირას  გამოვლინდა  ყველა დროის საუკეთესო წამყვანი მომღერლის ათეული.


ეესეიგი...

10. კურტ კობეინი
კურტი უფრო კარგი კომპოზიტორი იყო, ვიდრე მომღერალი, (ეს ისე, ზოგადად ავღნიშნე) თუმცა პირადად ჩემთვის (და მთელი ნირვანას საფანეთისთვის)  ვოკალი გადამწყვეტი არ არის, როცა საქმე კურტ კობეინს ეხება. მისი ხშირი მსმენელი არ ვარ, მაგრამ ვაღიარებ, რომ 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომღერალი და მნიშვნელოვანი ადამიანი იყო.
აჰა ”სად გეძინა წინა ღამეს?” - ს მოუსმინე....თუ გინდა...




თუ არ გინდა ჩამოდი ქვემოთ.

9. კრის ქორნელი
ცნობილი ”საუნდგარდენის” სოლისტი, ჰარდ როკის ვეტერანი, 80-იანი წლების გოგოებისთვის, ტირილის და სახეების ფხაჭნის მიზეზი, ბიჭებისთვის, მისაბაძი მაგალითი, დედებისთვის - დარტყმული, მამებისთვის - მახინჯი, ბებიებისთვის - ანტი ქრისტე და ბაბუებისთვის - კაცი გრძელი თმით. თქვენს წინაშეა კრის ქორნელი სიმღერით "Scream" (აპლოდისმენტები მეგობრებო)




8.ჯონ ლენონი

კაი კაცი.



 
7.ედი ვედერი
ამ ათეულიდან ეს კაცი არის ჩემი ფავორიტი.... ვინც არ იცით, ედი Pearl Jam - ის სოლისტია. ვინც არ იცით,  Pearl Jam - როკ  ჯგუფია.
თუმცა მე ედის სოლო ალბომები არანაკლებ მიყვარს... ძალიან მიყვარს ალბომი, Into The Wild, რომელშიც შედის ამავე სახელწოდების ფილმის საუნდტრეკები. ფილმი ძალიან კარგია, ალბომიც და ედიც....



6. როჯერ დალტრი
ამას წინათ კინოს სახლში ვუყურე მიუზიკლს ჯგუფ The Who-ს შესრულებით... მიუზიკლით დიდად არ აღვფრთოვანდი, მაგრამ მაინც აუცილებელი იყო მენახა, რადგან ჯგუფი The Who და მისი სოლისტი როჯერ დალტრი დამეფასებინა... მანამდე ამ ჯგუფის მხოლოდ 3 სიმღერა მომწონდა  და იმასაც თვეში ერთხელ თუ მოვუსმენდი, ისიც მაშინ, როცა ფლეიერი Shuffle Mode - ზე მქონდა დაყენებული. ამ მიუზიკლის შემდეგ მივხვდი, რომ დალტრი ძალიან ძლიერი ვოკალისტი,  ჯგუფი კი, ბრიტ-მუსიკის ერთ ერთი სიამაყეა, თუმცა  ”ჰუ”  ჩემს საყვარელ ჯგუფად მაინც ვერ იქცა, რადგან ჩემი სტილი არ არის. სამაგიეროდ დავაფასე. მადლობა კინოს სახლს.



5. ჯიმ მორისონი
გენიალური პოეტი... მისი ძლიერი  ხმის მიუხედავად, მე ის, როგორც პოეტი უფრო მომწონს, ვიდრე როგორც მომღერალი. 



4. მიკ ჯაგერი
კაცი მარად ახალგაზრდა, კაცი ტუჩები, კაცი ღიმილი, კაცი აკრობატი ... და კაცი მომღერალი. მიუხედავად იმისა, რომ მიკ ჯაგერს როლინგ სთოუნზის   დანარჩენი ოთხივე წევრი (კიტ რიჩარდსი, რონი ვუდი, ჩარლი ვოთსი) მირჩევნია, მაინც ჩემთვის  წარმოუდგენელია როლინგ სთოუნზი მიკ ჯაგერის გარეშე. და მიკ ჯაგერი როლინგ სთოუნზის...

არ არი ეხლა ეს აკრობატი ?



   "Shine a Light" - ში უნდა ნახო რა ამბავშია. :)

3.ბონო
ამას წინათ ტელევიზორში გამოაცხადეს U2-ს კონცერტის შესახებ რომელიღაც ქვეყნის რომელიღაც ქალაქში.   წამყვანმა თქვა, რომ პირველი სიმღერა ჯგუფის წევრებმა ცოცხლად შეასრულესო.... ეს რას ნიშნავს? ანუ დანარჩენი სიმღერები პლიუს ფონოგრამით იმღერეს? U2, რომ მიყვარდეს ალბათ მეცოდინებოდა, მაგრამ ცდის მიუხედავად, ვერ შევიყვარე მათი შემოქმედება, 1,2 სიმღერის გარდა... ალბათ ისევ კინოს სახლში უნდა აჩვენონ რამე U2-ზე და შეიძლება შემიყვარდეს, ან დავაფასო მაინც :)
აჰა ვისაც გიყვართ დატკბით.



2. ფრედი მერკური
უუძლიერესი ვოკალის პატრონი. ვუალა - მეორე ადგილზეა ფრედი მერკური ჯგუფ ”ქუინის” სოლისტი. თითქოს დამსახურებულადაა მეორე ადგილზე არა? რა აქვს ჩემი დასაწუნი, ამ ლეგენდა კაცს. ბოლოს და ბოლოს ამდენ ადამიანს უყვარს.... ბევრს აღარ გავაგრძელებ თუ ”ამდენ ადამიანში” შედიხარ მოუსმინე...თუ არა და ველქომ :)




ტატატატაააააამმმ...  და.. პირველ ადგილზეააა....

1.რობერტ პლანტი

რატომღაც მეგონა, რომ ამ ათეულით ბოლომდე უკმაყოფილო დავრჩებოდი, მაგრამ საბოლოოდ კმაყოფილი დავრჩი, რადგან პირველ ადგილზე ლეგენდარული ლედ ზეპელინის სოლისტსი - რობერტ პლანტია.

No comments:

Post a Comment