Pages

Saturday, April 30, 2011

Vandaveer

მიყვარს, როცა ჩემს საყვარელ მუსიკოსებს ფეისბუქი აქვთ . . . განსაკუთრებით მიყვარს, როცა ჩემს Friend Request-ს თანხმდებიან.  
რამდენიმე თვის წინ დევენდრა ბენჰარტი დამიმეგობრდა... (ჩვენ მეგობრები ვართ) არ მიმიწერია, ან რა უნდა მიმეწერა - "ძალიან მომწონს თქვენი შემოქმედება"? კარგი რა... ეგეთი წერილი დღეში ალბათ 3ჯერ მისდის... ჯერ მარტო მთელი კედელი აჭრელებული აქვს ამ ტიპის რაღაცებით.

დევენდრას მერე ბევრმა წყალმა (და ხუთმა თვემ) ჩაიარა...
ჰოდა გამოჩნდა ჩემს მუსიკალურ ბიბლიოთეკაში (Music Library) მარკ ჩარლზ ჰეიდინგერი იგივე - Vandaveer.

პირველივე მოსმენაზე თავი ავაყოლე, მერე ღიღინით ავყევი, მერე მომეწონა, მერე მპ3-ში ჩავწერე და ბოლოს შემიყვარდა. ჰოდა  ერთ დღესაც  ვეძებდი  მასზე უფრო მეტ ინფორმაციას, ვიდრე ლასთეფემზე იყო. არც ისე ცნობილია, ამიტომ 2 წინადადებიანი ვიკიპედია აქვს.ინფორმაციის ძებნისას, გუგლიმ მაჩვენა მარკის ფეისბუქი. თან საერთო მეგობარიც გვყოლია, რაც კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ რეალურ ექაუნთთან მაქვს საქმე. პრინციპში ჯერჯერობით  არც ისეთი ცნობილია, რომ არარეალურ ექაუნთებს უქმნიდნენ, მაგრამ მაინც...

Friend Request Sent

მაგრამ ეს პოსტი Vandaveer - ის მუსიკას უფრო ეძღვნება, ვიდრე მის ფეისბუქს... ასე რომ გადავალ შემოქმედებაზე (იქნებ ამასობაში დამამატოს არა?)

არ მითქვამს მგონი, რომ ინდი ფოლკის ჟანრში მუშაობს... +1 მარკს.

ჩემი საყვარელი ბობ დილანის რამდენიმე სიმღერის ძალიან კარგი ქავერი აქვს (ქვემოთ დევს) +2 მარკს.

რომან დურისს არ გავს, მაგრამ მე ვამსგავსებ. +3 მარკს.

ცუკერბერგის და მარკ ბერნინგერის (The National) შემდეგ, ასე ძალიან არცერთი მარკით არ დავინტერესებულვარ. +4 მარკს.
                                            
   ვანდავერს ჯერჯერობით აქვს ერთი ალბომი Grace & Speed  სადაც მისი საკუთარი სიმღერებია შესული. როგორ მინდა, რომ კიდევ გამოუშვას ახალი ალბომი... ჰა მარკ?

                                  
 ვანდავერი ხშირად მღერის მის პარტნიორ როუზ გერინთან (Rose Guerin). ძალიან უხდება მათი ხმები ერთმანეთს. ქვემოთ, რომ ვიდეოები დევს, იმას მოუსმინეთ და დარწმუნდებით.

მიყვარს რა ასეთი ხალხი...  რეალური, ჩვეულებრივი, ადამიანური, რომლებიც ამავ დროულად არარეალურს, არაჩვეულებრივს და არაადამიანურს ქმნიან...
 (ჯერ არ დავუმატებივარ)
გადავაჭარბე, არაფერ არარეალურს და არაადამიანურს არ ქმნის ... უბრალოდ კარგ მუსიკას... სულ ეს არის :)
ფეისბუქიდან მოპარული ფოტო :>



კარგი კლიპია! <3











No comments:

Post a Comment